ბლოგი

ადამიანების 11 ტიპი, რომელსაც მუსიკალურ ფესტივალზე შეხვდებით

ზაფხული ახლოვდება და იწყება ფესტივალების სეზონი – ის მშვენიერი დრო, როდესაც შეგიძლია უსასრულო გართობასა და დასვენებას მიეცე, არ იფიქრო ხვალინდელ დღეზე.

არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ფესტივალს დაესწრებით, ქვემოთ მოცემული ადამიანების 11 ტიპი ყველგან შეგხვდებათ. მათ შორის, შესაძლოა საკუთარი თავიც იპოვოთ.

“არტნიუსი” გთავაზობთ ადამიანების 11 ტიპს, რომელსაც მუსიკალურ ფესტივალზე შეხვდებით:

‘მთვრალი გოგონები, რომლებსაც ყველაფერი ჰკიდიათ’

ამ ტიპის გოგოებს ყველა ფესტივალზე არამხოლოდ დაინახავთ, არამედ მათ განწირულ ყვირილსაც გაიგებთ, რომელიც იუწყება, რომ მათ ყველა და ყველაფერი ჰკიდიათ. ამ ტიპის ადამიანებს ფესტივალზე წასვლამდე აუცილებლად “დაგუგლული” აქვთ ფესტივალის ჩაცმულობის სტილი, შემდეგ კი ამავე ტიპის სამოსს ჰ&მ-ში ყიდულობენ. მოგვიანებით, ფესტივალის დასასრულს, ღამის 4-5 საათზე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ასფალტზე ჩამომსხდრებს და მომტირალებს შეხვდებით.

‘გადრაგულები’

ასეთი ტიპები მუდმივად ამტკიცებენ, რომ მათ სულ ახლახანს მიიღეს “სპირიტუალური გამოცდილება”. ღამის 3 საათისთვის მათ უკვე აღარ ახსოვთ საკუთარი სახელი, ვერ ითვლიან ხუთამდე და ა.შ.

‘სელფერი’

ასეთი ადამიანები მთელ შოუს თავიანთი ტელეფონის ეკრანზე უყურებენ, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლიათ ყველაფერი ლაივში ნახონ. მათ სჯერათ, რომ “თუ ეს სნეპჩეთში არ აისახა, ესეიგი, არ მომხდარა”. ამ ტიპის ადამიანები ძირითადად, 14-16 წლის გოგოები არიან.

‘ბრო’

გაფრთხილება: ერიდეთ ‘ბროებს’. ბრო დიდი ალბათობით უმაიკოდ შეგხვდებათ, ან, მალე გაიხდის. მათ “ტუფლები” აცვიათ და სახის გამომეტყველებით ამბობენ: “არ მომიკლა ხასიათი”. ბროები ერთმანეთთან კომუნიკაციას, ძირითადად, თითის ან ხელის აწევით ახერხებენ. ისინი 2 საათის შემდეგ მიდიან დასაძინებლად და მთელი დარჩენილი დრო სიზმრებს ხედავენ.

‘მეგა-ფანი’

ამ ტიპის ადამიანები ამტკიცებენ, რომ ისინი ფესტივალზე მხოლოდ მუსიკის გამო მოვიდნენ, რომ მათი მთელი ცხოვრება ამ მომენტისთვის ლოდინი იყო. ისინი სცენასთან 6 საათზე მეტს ატარებენ გაუნძრევლად, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი საყვარელი არტისტის გამოსვლისას წინ მოხვდნენ.

‘რეივ წყვილი’

თითქმის ყველა ფესტივალზე შეხვდებით გოგონების ძალიან მარტივად ამოსაცნობ ტიპს – ‘რეივერს’. ასეთი ტიპის გოგონებს, ძირითადად, ნეონის ტანსაცმელი და ბეწვის ბათინკები აცვიათ. ერთი შეხედვით, იფიქრებთ, რომ ისინი არასწორ ფესტივალზე მოხვდნენ, თუმცა დარწმუნებული იყავით, რომ ისინი აქ მხოლოდ ელექტრონული მუსიკის სცენისთვის არიან მოსულები.

‘მოხუცი ხიპი’

თავდაპირველად, ასეთი ადამიანი ფესტივალზე შემთხვევით მოხვედრილი გეგონებათ, თუმცა მალევე ამოიცნობთ მას, კერძოდ, როდესაც იგი მოჰყვება “ვუდსტოკის” ისტორიებს.

‘ადამიანი მორფის კოსტუმში’

არავინ იცის ვინ იმალება ამ კოსტუმის უკან, ის ისე იქცევა, თითქოს არასდროს საუბრობს. სრულად შესაძლოა, იგი მკვლელი იყო ან რომელიმე პოლიტიკოსი, ვინ გაიგებს. ისიც საკითხავია – როგორ მოისაქმებს ასეთი კოსტუმით მოსიარულე ადამიანი საპირფარეშოში.

‘გოგონა, რომელიც მუდამ ვიღაცის მხარზე ზის’

ასეთი ტიპის გოგონები მუდამ იმას ცდილობენ თავის შორიახლოს მდგომი მამაკაცის მხრებზე მოხვდნენ. ცუდი არაფერია იმაში, თუ დაბალ გოგონას სურს, რომ შემსრულებელი უკეთ დაინახოს, თუმცა, 3 სიმღერის განმავლობაში სხვის მხრებზე ჯდომა იმიტომ, რომ 0.02 წამით გამოჩნდე კადრში??

‘ადამიანი ბანანის ფორმაში’

ეს ადამიანი მუდამ იქ არის, სადაც სჭირდებათ. ფესტივალი მის გარეშე არაფერია.

კომენტარები

კომენტარი