ვიდეოები კინო

“შურისმაძიებლების” მსახიობი ფილმის გადაღებებიდან ფარულ ვიდეოს აქვეყნებს

“შურისმაძიებლების” მსახიობი კრის პრატი ფილმის გადაღებებიდან ფარულ ვიდეოს აქვეყნებს. მსახიობის თქმით, მათ მკაცრად ჰქონდათ აკრძალული გადასაღები მოედნიდან რამის გავრცელება, ფილმის სიუჟეტის გასაიდუმლოების მიზნით.

ვიდეორგოლში ფილმის გმირთა უმეტესობა ჩანს, მათ შორის, კარენ გილანი (ნებულა), ზო სალდანა (გამორა), კრის ჰემსვორთი (თორი), კრის ევანსი (კაპიტანი ამერიკა) და სხვები.

კრის პრატის თქმით, ეს ვიდეო, ნამდვილად არაკანონიერია. “გადასაღებ მოედანზე არავის გვრთავდნენ გადაღების ნებას, თუმცა მე ვერანაირი კანონი და აკრძალვა ვერ შემიშლიდა ხელს, ეს უნიკალური შესაძლებლობა ხელიდან გამეშვა და ყველა ვასრკვლავი ერთად არ გადამეღო. ამის შემდეგ მათ ასე ერთად და ერთ ოთახში შეკრებილს ვეღარც ვნახავთ” – აღნიშნა მსახიობმა.

კომენტარები

კომენტარი