ვიდეოები შემოქმედებითი ინდუსტრიები

ქართული სარეკლამო ვიდეორგოლი Webby Awards-ის მფლობელია

ქართული სარეკლამო ვიდეორგოლი, სახელწოდებით “მოსიარულე მკვდრები”, რომელიც კომპანია “ლივინგსტონმა” გადაიღო, Webby Awards-ის მფლობელია. სარეკლამო რგოლმა გაიმარჯვა ნომინაციაში “ვიდეო”.

სარეკლამო რგოლის სიუჟეტის მიხედვით, კახეთის სოფელს თავს ესხმიან ზომბები. სოფლის ერთ-ერთი მკაცხოვრებელი კი მათ დაიჭრს, სახლში მიიღებს, სახელებს დაარქმევს, საოჯახო მეურნეობაში ჩართავს, ავახშმებს და ბოლოს, ზომბებს “ბინდისფერია სოფელი”-ს მოტივებზეც ამღერებს.

როგორც ცნობილია, ვიდეორგოლი ცნობილი ამერიკული საშინელებათა ჟანრის პოსტ-აპოკალიფსური სერიალის, The Walking Dead-ის ახალი, მეცხრე სეზონის საქართველოში გადაღებულია პრომოა.

შეგახსენებთ, რომ Webby Awards-ი საერთაშორისო პროფესიონალური ინტერნეტპრემიაა, რომელიც 1996 წელს დააარსა ციფრული ხელოვნებისა და მეცნიერების საერთაშორისო აკადემიამ. პრემია ყოველწლიურად გგაიცემა და ენიჭება მსოფლიოს საუკეთესო ვებ-პროექტებს ენიჭებათ.

პრემია, რომელსაც, ხშირად, “ინტერნეტის ოსკარად” მოიხსენიებენ მიღებული აქვთ ისეთ პროექტებს, როგორებიცაა: Amazon, Yahoo!, iTunes, Google, BBC, CNN, Wikipedia, YouTube და სხვა.

კომენტარები

კომენტარი