არქიტექტურა, არქეოლოგია შემოქმედებითი ინდუსტრიები

კანადელმა მეწარმემ პლასტმასის ბოთლებით პატარა ქალაქი გააშენა

სამეცნიერო ჟურნალ “ლანცეტში” გამოქვეყნებული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დედამიწაზე სიცოცხლის მთავარი საფრთხე გარემოს დაბინძურებაა. ის ყოველწლიურად 9 მილიონამდე ადამიანის ნაადრევ სიკვდილს იწვევს – სამჯერ მეტს, ვიდრე შიდსი, ტუბერკულოზი და მალარია ერთად აღებული და 15-ჯერ მეტს, ვიდრე ყველა ომის, თუ ძალადობის ხვა ფორმების ერთობლიობა. ეს მონაცემი დედამიწაზე ადამიანთა ნაადრევი სიკვდილიანობის საშუალოდ 16 პროცენტს შეადგენს.

გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებები არაპროპორციულად არის განაწილებული მდიდარ და ღარიბ მოსახლეობაში. დაღუპულთა 92 პროცენტი, ანუ ყოველი ათიდან ცხრა, დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებზე მოდის, სადაც გარემო ხშირად ყველაზე უფროა დაბინძურებული. განსაკუთრებით მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბავშვებში, უმცირესობებში და მარგინალიზებულ ჯგუფებში.

მსოფლიოში უამრავი ისეთი ინიციატივა არსებობს, რომელიც გარემოს დაბინძურებისგან და ბუნებას კატასტროფისგან იცავს. ერთ–ერთი ასეთი კი კანადელი მეწარმის, რობერტ ბეზუს ინიციატივა აღმოჩნდა.

ერთ დღეს რობერტი პლასტმასის ბოთლების შეგროვებისგან დაიღალა და გადაწყვიტა, მათი გამოყენების ახალი გზა მოეძებნა. იგი გადავიდა ბოკას დელ ტოროში, პანამაში, სადაც პლასტმასის ბოთლებით პატარა ქალაქის გაშენება დაიწყო.

რობერტის მთავარი იდეა ის იყო, რომ ბოთლების რეინვესტირება მომხდარიყო სახლის იზოლაციისთვის, აუზის მშენებლობისთვის, ფერმებისთვის და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებებში.

კომენტარები

კომენტარი