კულტურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

რე-კონცეფცია ბუთქემფი – შემოქმედებითი პროექტი სტუდენტებისთვის

სსიპ “შემოქმედებითი საქართველოსა” და ისთ ანგლიის უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისში იმართება RE-Conception Bootcamp – ხუთდღიანი სემინარი, რომლის მიზანია სტუდენტების ჩართულობით შემუშავდეს სახელმწიფო მუზეუმების განვითარების გეგმა.

პროექტის მიზანია აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის, ბათუმის რელიგიის მუზეუმისა და გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის რეკონცეფცირება.

ბუთქემფზე დარეგისტრირებული ჯგუფები ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ. საბოლოოდ, გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ Video Pitching-ში, რომელში გამარჯვებული გუნდიც მიიღებს 25 000 ფუნტს და გაემგზავრება ოქსფორდში.

აღწერა:

ბუთქემფის ფარგლებში, მონაწილეები გადანაწილდებიან ჯგუფებში და იმუშავებენ იდეაზე თუ როგორ შეიძლება მუზეუმი განვითარდეს, გახდეს ფინანსურად დამოუკიდებელი და გადაიქცეს მრავალფუნქციურ შემოქმედებით ცენტრად.

ბუთქემფის მიმდინარეობისას, სტუდენტები მიიღებენ გამოცდილებას გუნდურ მუშაობაში, შეიძენენ პროექტის წერის უნარებს, გაიუმჯობესებენ ინგლისური ენის ცოდნის დონეს და გაეცნობიან სამუზეუმო სექტორში არსებულ გამოწვევებსა და სიახლეებს.

სემინარის ბოლოს, გაიმართება შემუშავებული იდეებისა და პროექტების პრეზენტაცია (პიჩინგი) საგანგებოდ შერჩეული ჟიურის წინაშე, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს.

პროექტი ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს საგრანტო პროგრამის შემოქმედებითი ნაპერწკლის – სამეწარმეო განათლება უმაღლესებისთვის, ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის პარტნიორები არიან აჭარის მუზეუმების გაერთიანება, ბათუმის რელიგიის მუზეუმი, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, გ. ელიავას სახელობის თბილისის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი

კომენტარები

კომენტარი