კულტურა

Charlie Hebdo-ს ყდაზე ცეცხლში გახვეული ნოტრ-დამის კარიკატურაა გამოსახული

ფრანგული სკანდალური და სატირული ჟურნალის – Charlie Hebdo-ს ახალი ნომრის გარეკანზე ცეცხლის ალში გახვეული პარიზის ღვთისმშობლის ტაძარია გამოსახული, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თავზე იწვის.

მაკრონის პორტრეტის ქვევით წარწერაა: “რეფორმები”. “მზიდი კონსტრუქციებით დავიწყებ” – ამბობს ჟურნალის ყდაზე გამოსახული პოლიტკოსი. როგორც მიხვდით, კარიკატურა ემანუელ მაკრონის მმართველობის პირობებში საფრანგეთში შექმნილ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას ეძღვნება.

შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ძლიერმა ხანძარმა თითქმის სრულად გაანადგურა. ხანძრის შედეგად განადგურდა ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჯვრის ფორმის გუმბათი და მასზე აღმართული ერთ-ერთი შპილი, რომლის ჩამონგრევის კადრები ინტერნეტში გავრცელდა.

ხანძარი არ შეხებია ტაძრის წინა, დასავლეთ ნაწილში მდებარე მრგვალ სარკმელს – ვარდულსა და ორ მთავარ კოშკს. დამწვარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად ბოლო 24 საათზე ნაკლებ დროში $680 მილიონზე მეტი შეგროვდა.




კომენტარები

კომენტარი