კულტურა

ვიდეოთამაშს ‘ASSASSIN’S CREED: UNITY’ ნოტრ-დამის რესტავრაციისთვის გამოიყენებენ

მოგეხსენებათ, 15 აპრილს დატრიალებულმა ტრაგედიამ მსოფლიო “პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის” ირგვლივ გააერთიანა. დამწვარი ტაძრის აღსადგენად უკვე $680 მილიონზე მეტი შეგროვდა.

ნოტრ-დამის რესტავრაციაზე უკვე საუბრობენ კომპეტენტური ორგანოები. ცნობილია, რომ ტაძრის აღსადგენად რესტავრატორები ციფრულ მასალას, ჰიპერრეალისტურ ფოტოებსა და ვიდეოებს დაეყრდნობიან.

Gamebyte-ის ცნობით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მასალა, რომელსაც “პარიზის ღვთისმშობლის” რესტავრაციისთვის გამოიყენებენ ვიდეო თამაში Assassin’s Creed: Unity იქნება.

Unity-ს არტ დირექტორი, კაროლინ მიუსი რამდენიმე წლის წინ The Verge-სთან საუბრისას აცხადებდა: “რაც შეეხება ნოტრ დამს, რომელიც ყველაზე დიდი სტრუქტურაა მოცემულ თამაშში, ამ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწია ჯერ არარსებული მოდელის შექმნა”.

Verge-ს სტატიაში ვკითხულობთ: “არტისტი რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდა ტაძარს დეტალურად. ტექსტურის არტისტებთან კოლაბორაციით მან მოახერხა, რომ ყოველი აგური თავის ადგილას ყოფილიყო”.

კომენტარები

კომენტარი