საშემსრულებლო ხელოვნება

DCDR: 4 მაისს SPACEHALL-ში Black Coffee აღარ დაუკრავს

4 მაისს SPACEHALL-ში, ელექტრონულ მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალს DECODER მორიგი ღონისძიება უნდა გაემართა, სადაც მთავარი ჰედლაინერი სამხრეთ აფრიკელი დიჯეი და პროდიუსერი Black Coffee–ი იქნებოდა.

ღონისძიებაზე, აგრეთვე, ადგილობრივ არტისტებს,Tade–სა და RATI–ს უნდა დაეკვრათ, თუმცა ლოჯისტიკური პრობლემების გამო, ღონისძიება გაუქმდა.

“ძვირფასო მეგობრებო, ძალიან სამწუხარო ამბავი გვაქვს.
წარმოქმნილი ლოჯისტიკური პრობლემების გამო, Black Coffee ღონისძიებაზე ჩამოსვლას ვერ ახერხებს. ამ დრომდე DECODER-ის გუნდი ვცდილობდით გამოგვენახა ყველანაირი გზა, რათა არტისტის თბილისში ვიზიტი შესაძლებელი ყოფილიყო, თუმცა უშედეგოდ.

სამაგიეროდ, არტისტი გვპირდება, რომ იგი აუცილებლად დაუკრავს დეკოდერისთვის უახლოეს მომავალში.
ინფორმაციას, განახლებულ თარიღთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში მოგაწვდით.

გვსურს ბოდიში მოგიხადოთ წარმოქმნილი დისკომფორტისთვის. 
TKT.GE-სთან პარტნიორობით, ხვალ, 13:00-დან ყველა მომხმარებელს გექნებათ თანხის ანაზღაურების შესაძლებლობა.” – განმარტავს DECODER-ი ფეისბუქგვერდზე

შეგახსენებთ, რომ Black Coffee–ი House ჟანრის ერთ-ერთ პიონერ და წამყვან არტისტად მიიჩნევა. 2005 წელს, მისი პირველი ალბომის: “Black Coffee”-ს გამოჩენისთანავე, არტისტმა მსმენელს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილი წარუდგინა. მისი სეტები აფრიკული ვოკალისა და Deep House ჟღერადობების სინთეზია. უკანასნკელი ალბომი, “Pieces of Me” 2015 წელს გამოიცა. 2018 წლის ბოლოს, არტისტმა EP სახელად “Music Is King” გამოუშვა, რომელშიც 7 კომპოზიციაა შესული.

კომენტარები

კომენტარი