კინო

ჟან-ლუკ გოდარი კინემატოგრაფიაში შემოქმედების გაქრობას სტრიმინგ პლატფორმებს აბრალებს

FIAF Award-ს 2019 შვეიცარიაში 11 აპრილს გაიმართა. უამრავ სტუმართან ერთად, დაჯილდოების ცერემონიაზე, მოულოდნელად და ყველას გასაკვირად, ლეგენდარული ფრანგი რეჟისორი ჟან-ლუკ გოდარიც გამოჩნდა, რომელიც, როგორც წესი, საჯარო სივრცეში საკმაოდ იშვიათად ჩნდება.

გოდარი, რა თქმა უნდა, სცენაზე მალევე მიიწვიეს. მან საკუთარ ბოლო ფილმზე, სახელად ‘The Image’ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ უკანასკნელში ისეთი სარეჟისორო ხერხები გამოიყენა, რომლებსაც კინოში მხატვრობა და მუსიკა შემოჰყავს. “კინოხელოვნების ეს ენა ჯერ კიდევ მუნჯი კინოდან მოდის და ხმოვანი კინოს გამოჩენის შემდეგ ნელ-ნელა მიივიწყეს” – თქვა რეჟისორმა.

ჟან-ლუკ გოდარმა სინანულით განაცხადა, რომ ის გრძნობს – როგორ ქრება ნამდვილი შემოქმედება კინემატოგრაფიაში და ამ პრობლემას იგი, მეტწილად, ისეთ სტრიმინგ პლატფორმებს აბრალებს, როგორიცაა, მაგალითად, ნეტფლიქსი და რომლებიც ხალხს კინოთეატრებს აშორებს.

კომენტარები

კომენტარი