საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

თბილისში არგენტინული სოციალური ტანგოს მესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ტანგოაკადემია (Tango Academy (Official) და თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი 18-22 აპრილს, 2019 წ. თბილისში, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში მართავს არგენტინული სოციალური ტანგოს მესამე საერთაშორისო ფესტივალს „ბესტფესტ თბილისი 2019“ / BeSTFest Tbilisi 2019.

17 და 18 აპრილს ფესტივალი გაიხსნება ტანგო ქორეოდრამით ,,როცა ქვეყანა დიდია“, რომელიც თუმანიშვილის თეატრისა და ტანგოაკადემიის ერთობლივი პროექტია და მეორე წელია წარმატებით იდგმება თეატრის სცენაზე. სპექტაკლში მონაწილეობენ თუმანიშვილის თეატრის მსახიობები და პროფესიონალი მოცეკვავეები. დამდგმელი ქორეოგრაფი: კობა შონია; რეჟიორები:- ირაკლი გურგენიძე, კობა შონია.

ფესტივალში „ბესტფესტ თბილისი 2019“ მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მაესტროები: ვერონიკა პალასიოსი (არგენტინა), სერკან იგიტი და ზეინეპ აკტარი (თურქეთი) მილონგებს გაუძღვებიან საერთაშორისო ტანგოდიჯეები.

მოწვეული მაესტროები ფესტივალის ფარგლებში ჩაატარებენ მასტერკლასებს ტანგოს პროფესიონალი და მოყვარული მოცეკვავეებისათვის.

18-დან 22 აპრილის ჩათვლით, ყოველ საღამოს გაიმართება არგენტინული სოციალური ტანგოს საღამოები (მილონგები), რომლებზეც ცეკვავენ არგენტინული სოციალური ტანგოს მოცეკვავეები.

მილონგებზე საჩვენებელი გამოსვლებით წარდგებიან ტანგოს პროფესიონალი მოცეკვავეები – საქართველოს, არგენტინის, თურქეთის. საბერძნეთის, რუსეთის და სხვა ქვეყნების ტანგოსკოლების წარმომადგენლები ასევე, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სერკან სევინჯის და ტანგოჯგუფ „ინფინიტის“ (თურქეთი) შოუ.

კომენტარები

კომენტარი