შემოქმედებითი ინდუსტრიები

23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნება

23 აპრილს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიასა და შიდა ეზოში, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა. ოცამდე ქართველი გამომცემელი და გამავრცელებელი ამ დღესთან დაკავშირებით წიგნებს განსაკუთრებული ფასდაკლებით შესთავაზებს მკითხველს. მთელი დღის განმავლობაში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შიდა ეზოში გაიმართება შეხვედრები თანამედროვე ქართველ ავტორებთან, ახალი გამოცემების წარდგინებები და ზოგადად წიგნთან, განათლებასთან და საავტორო უფლებებთან დაკავშირებული აქტივობები.

წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიციას საქართველო წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით 2013 წლიდან შეუერთდა და უკვე 16 წელია „იუნესკოს“ საერთო ქოლგის ქვეშ წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე სხადასხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებით ყოველწლიურად აღინიშნება ჩვენს ქვეყანაში.

2003 წლიდან კი საქათველოს პრეზიდენტის განკარგულებით 23 აპრილი წიგნის სექტორის მუშაკთა პროფესიულ დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი