კულტურა

Airbnb-ი გთავაზობთ სახლის ქირაობას, რომელშიც კლოდ მონე ცხოვრობდა

საცხოვრებლის მოკლევადიანი დაქირავების სერვისი Airbnb-ი გთავაზობთ, იქირაოთ სახლი საფრანგეთის სოფელ ჟივერნში, რომელიც ოდესღაც კლოდ მონეს ეკუთვნოდა. მხატვარი აქ რამდენიმე წლის განმავლობოში ცხოვრობდა და მუშაობდა. შენობის მფლობელების თქმით, მონემ ეს სახლი იყიდა იმისთვის, რომ თავისი სახლის შემოგარენში ბოსტეული მოეყვანა. მეპატრონეები სტუმრებს იმასაც ეუბნებიან, რომ ეს არაა ის ცნობილი სახლი ჟივერნში, ყვავილების ბაღით, რომელშიც ცხოვრობდა მხატვარი და რომელშიც შექმნა თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი “წყლის ლილიები”, თუმცა ეს ორი სახლი ერთმანეთის მეზობლად მდებარეობს.

ამ სახლს 2016 წელს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები და ახლა, იქ არის არა მხოლოდ ანტიკვარული, არამედ თანამედროვე ავეჯიც. სტუმრებს შეუძლიათ დაიქირაონ სახლი როგორც მთლიანად, ისე მისი ერთი ოთახი. კლოდ მონეს სახლში ერთი ღამით დარჩენა 226 დოლარი ღირს.

509a0eda-bf3f-49b1-8604-d0334e476074
0102f5c3-2085-414c-b1ce-d124a3eff2a0
a5efd8bf-8177-4070-b686-130c67474358

კომენტარები

კომენტარი