ვიზუალური ხელოვნება

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ცეცხლში – ემოციური ფოტომასალა

15 აპრილის საღამოდან მოყოლებლი მსოფლიოს ყურადღება საფრანგეთისკენაა მიმართული, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ლეგენდარულ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა.

ხანძარმა მთლიანად მოიცვა ჯვრის ფორმის გუმბათი, მასზე აღმართული სვეტის ჩათვლით, რომელიც შემდეგ ჩაინგრა.

ხანძარს გადაურჩა ტაძრის წინა ნაწილი, ორი მთავარი კოშკის ჩათვლით.

ამასთან, როგორც პარიზის მერმა, ანა იდალგომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, გადარჩა ტაძრის საკურთხეველი. მისი თქმით, ვითარება არც ისე ცუდადაა, როგორც წარმოედგინა.

“არტნიუსი” გთავაზობთ ტაძრის ემოციურ ფოტოებს:

კომენტარები

კომენტარი