არქიტექტურა, არქეოლოგია

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ლოკალიზებულია

საფრანგეთის სახანძრო სამსახურის ცნობით, ისინი დარწმუნებულები არ იყბნენ, რომ პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ცეცხლის გავრცელების შეჩერებას შეძლებდნენ, თუმცა ხანძარი ლოკალიზებულია.

მეხანძრეებს პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ცეცხლის ლოკალიზებისთვის დაახლოებით ცხრა საათი დასჭირდათ.

შეგახსენებთ, რომ ტაძარში ცეცხლი საფრანგეთის ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.

ბრიტანული The Guardian-ი წერს, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციით, პარიზის ღვთისმშლობის ტაძრის XIII საუკუნის მრგვალი სარკმელი-ვარდულები განადგურებულია.

ტაძრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიკვიებს არ შეხებია.

ტაძრის მთავარი კონსტრუქციის გადარჩენა მოხერზდა. აგრეთვე, გადარჩა ტაძარში დაცული მაცხოვრის ეკლის გვირგვინიც.

საერთი ჯამში, მსხვერპლი არ არის, თუმცა სერიოზულად დაშავდა ერთი მეხანძრე.

კომენტარები

კომენტარი