არქიტექტურა, არქეოლოგია

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარია

BBC-ის ცნობით, პარიზის ცენტრში მდებარე ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა.

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, თუმცა მედიის ცნობით, ის შესაძლოა სარემონტო სამუშაოებს უკავშირდებოდეს.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი,აგრეთვე, ცნობილი, როგორც ნოტრ-დამი — გოტიკურო საკათედრო ტაძარია პარიზის ილ-დე-ლა-სიტეს აღმოსავლეთ ნაწილში, მთავარი შესასვლელით დასავლეთიდან. ის დღემდე მოქმედი რომაულ-კათოლიკური კათედრალია (პარიზის ეპარქიის). პარიზის ნოტრ-დამი ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება.

პარიზის ნოტრ-დამი ერთ-ერთი პირველი გოტიკური ტაძარი იყო და შენდებოდა მთელი გოთიკური პერიოდის განმავლობაში.

კომენტარები

კომენტარი