საშემსრულებლო ხელოვნება

BASSIANI Records-ის მე-2 LP უკვე გაყიდვაშია

BASSIANI RECORDS-ის რიგით მეორე LP უკვე გაყიდვაშია.

HVL-ის ავტორობით შექმნილი ალბომი ”RHYTHMIC SONATAS” 10 კომპოზიციისგან შედგება და ეროვნული სტადიონის ქვეშ არსებული ჟღერადობის არტისტულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

25 აპრილს, კლუბი BASSIANI რეზიდენტი არტისტი HVL-ის ალბომ ‘RHYTHMIC SONATAS’-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს. ჩანაწერი სწორედ იმ ჟღერადობის არტისტულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს, რომელიც თბილისის ეროვნული მოედნის ქვეშ დაიბადა. ალბომის პირველი რამდენიმე კომპოზიცია მუსიკოსის ტექნო ორიენტაციას ეხმაურება, შემდეგ კი საინტერესო სახეცვლილების მოწმე ვხდებით. HVL აქცენტს ატმოსფერულ ფონზე აკეთებს, რომელიც სხვადასხვა მუსიკალურ შტრიხებს ახლებურ კონტექსტს სძენს. ნამუშევრის კომპლექსური ხასიათი და დელიკატური ტექსტურები მას ქართული ანდერგრაუნდ სცენის სრულყოფილ მეგზურად აქცევს. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ‘RHYTHMIC SONATAS’ მუსიკოსის გამორჩეული ჩანაწერია. ამ ნამუშევარში კიდევ ერთხელ ვლინდება გიგი ჯიქიას მუსიკალური პალიტრის მრავალფეროვნება, რაც როგორც სტუდიაში, ასევე საცეკვაო მოედანზე მას ყველანაირი კომპრომისის გარეშე მსმენელთან ურთიერთობის საშუალებას აძლევს. გიგი ქართული სცენის ის უმნიშვნელოვანესი არტისტია, რომელიც ადგილობრივი ჟღერადობის საერთაშორისო სივრცეში გავრცელებას წარმატებულად ახერხებს.

კომენტარები

კომენტარი