კინო

2019 წლის 10 საუკეთესო ფილმი

2019 ისევე დაიწყო, როგორც უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში იწყება ხოლმე ახალი წელი: გასული წლის გამარჯვებული ფილმები ჯერ კიდევ გადის კინოთეატრებში, კინოსტუდიები კი ახალი ფილმების გამოშვებას გვიანონსებენ.

“არტნიუსი” გთავაზობთ 10 ფილმს, რომლებიც, კრიტიკოსთა აზრით, სხვებისგან მნიშვნელოვნად გამოირჩევა:

10. ოჯახთან ბრძოლა

ვრესტლერების ოჯახში დაბადებული პეიჯი და მისი ძმა, ზაკი აღფრთოვანებულები არიან, როდესაც მიეცემათ შანსი იბრძოლონ WWE-ზე. თუმცა, შეჯიბრისთვის მოსამზადებელ პროგრამაში მხოლოდ პეიჯი შეძლებს ჩართვას, რის გამოც მას უწევს უარი თქვას საყვარელ ხალხსა და ცხოვრებაზე და შეერკინოს ახალ სამყაროს, მარტო.

9. კაცი, რომელმაც ჰიტლერი და იეტი მოკლა

მეორე მსოფლიო ომიდან ათწლეულების შემდეგ, ამერიკელ გმირ კელვინ ბარს, რომელმაც გასაიდუმლოებული ოპერაციის დროს ადოლფ ჰიტლერი მოკლა, სახელმწიფო იეტის – არსების, რომელსაც კაცობრიობის განადგურება ძალუძს – მოსაკლავად უშვებს.

8. ცხოველთა სასაფლაო

ექიმი ლუის კრიდი და მისი ცოლი, რეიჩელი, ბოსტონიდან სოფელ მეინში გადადიან, ორ ახალგაზრდა შვილთან ერთად. წყვილი მალევე აღმოაჩენს მისტერიულ სასაფლაოს, რომელიც მათ სახლთან ახლოს, ტყეში მდებარეობს.

7. პადლტონი

ორ შეუთავსებელ მეზობელს შორის უჩვეულო მეგობრობა მოულოდნელად საოცრად გაღრმავდება, როდესაც ერთერთს ავთვისებიანი სიმსივნის ბოლო სტადიის დიაგნოზს დაუსვამენ.

6. მისი სურნელი

Becky Something ნიჭიერი, თუმცა თვით-დესტრუქციული ხასიათის მქონე მუსიკოსია, რომელიც გარშემომყოფებს “იუცხოებს” – მაშინაც კი, თუ თუ ეს მისი ბენდის წარმატების საფასურად ხდება.

5. თეთრი სიკვდილი

ნელს კოქსმანის მშვიდი ცხოვრება მაშინ ქრება, როდესაც მისი საყვარელი შვილი საიდუმლოებით მოცულ გარემოებებში გარდაიცვლება. სიმართლის ძიება მალე გადაიქცევა ფსიქოპატ ნარკო-ბატონთან, სახელად “ვიკინგი” ომად.

4. შაზამ!

“შაზამი” გვიყვება 14 წლის ბიჭის, ბილი ბეთსონის ისტორიას, რომელიც სიტყვის “Shazam!” დაძახებით სუპერგმირად იქცევა. თუმცა, მას არ ავიწყდება საკუთარი ნამდვილი ასაკი. მას ჰყავს გულშემატკივარი და მრჩეველი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც “სუპერმენსა” და “ბეტმენს” ყველაზე უკეთ იცნობს. ისინი ერთად ცდილობენ ბილი ნამდვილ სუპერგმირად გადააქციონ.

3. გლორია ბელი

ახალგანქორწინებული ქალი ღამეებს კლუბებში ატარებს, თავს უფლებას აძლევს გაერთოს. ის მალე აღმოაჩენს, რომ ახალ, მოულოდნელ რომანში ჩაება, რომელიც სავსეა მრავალფეროვანი გრძნობებითა და სირთულეებით.

2. ბეტონზე თრევა

გამოცდილ პოლიციელს და მის ახალგაზრდა ფეთქებად პარტნიორს მედიაში გავრცელებული ვიდეოს გამო, სადაც ისინი ფიზიკური ძალადობენ, სამსახურიდან დაითხოვენ. გამწარებულები, რადგანაც არც ფული აქვთ და არც სამსახური, კრიმინალურ სამყაროს მიაკითხავენ, რათა თავისი „კუთვნილი“ აიღონ, თუმცა სანაცვლოდ იმაზე ბევრად მეტს „მიიღებენ“, ვიდრე მოელიან.

1. ჩვენ

ადელაიდა უილსონი ქმართან და ორ შვილთან ერთად ბრუნდება ზღვისპირა სახლში, რომელშიც მთელი ბავშვობა გაატარა. ტრამვული გამოცდილების გამო, ადელაიდას მუდამ აქვს შეგრძნება, რომ სახლში რაღაც ცუდი უნდა მოხდეს. მისი ყველაზე ძლიერი შიშები მალევე რეალობად იქცევა.

კომენტარები

კომენტარი