ვიზუალური ხელოვნება

Ebay-ზე ლადო გუდიაშვილის ნახატი იყიდება

ინტერნეტგაყიდვების ვებგვერდ „იბეიზე“ (ebay) ლადო გუდიაშვილის ნახატი, სახელწოდებით „საქართველოს ტრადიციული ფოლკლორული ფესტივალი“ 120 000 აშშ დოლარად იყიდება.

აღწერილობაში აღნიშნულია, რომ ნახატი ზეთშია შესრულებული.

გარდა ამისა, მითითებულია, რომ ნახატს დაზიანებები არ აღენიშნება და მხატვარი ნამუშევარს 1900-1949 წლებში ქმნიდა.

ლადო გუდიაშვილი მე-20 საუკუნის ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი იყო.

კომენტარები

კომენტარი