საშემსრულებლო ხელოვნება

მსახიობი ბიბი ანდერსონი გარდაიცვალა

შვედი მსახიობი ბიბი ანდერსონი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ შვედური ფილმის ინსტიტის პრესსამსახურში არაერთ უცხოურ გამოცემას დაუდასტურეს.

იგი 2009 წლიდან, ინსულტის შემდეგ სულ მკურნალობდა.

შეგახსენებთ, რომ ბიბი ანდერსონი ცნობილი გახდა ბერგმანის ფილმებში მონაწილეობის შემდეგ „ზაფხულის ღამის ღიმილი“, „მარწყვის მდელო“, „მეშვიდე ბეჭედი“, „სახე“. მან ითამაშა რეჟისორის 11 სურათში. 1958 წელს ბერგმანის ფილმში „ცხოვრების ზღვარზე“ შესრულებული როლისთვის მიიღო კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ამავე ფილმის მონაწილე სხვა მსახიობ ქალებთან ერთად. მის ერთ-ერთ საუკეთესო როლად მიჩნეულია ფილმ ექთან ალმას როლი ფილმში „პერსონა“ (1966).

ანდერსონმა ასევე ითამაშა შვედი რეჟისორის ვილგოტა შიომანის ფილმებში „საყვარელი“ (1962), „საწოლი და-ძმისთვის, 1782“ (1966), „მე ვწითლდები“ (1980). 1970-იანი წლებიდან ანდერსონმა ასევე ითამაშა საბჭოელ რეჟისორებთან – იური იგოროვთან („ადამიანი სხვა მხრიდან“, 1971) და მიხეილ ბოგინთან („სიყვარულის შესახებ“ 1971).

კომენტარები

კომენტარი