ლიტერატურა

ბათუმის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატს ჟურნალისტის ლექსი ტერენტი გრანელის ლექსში აერია

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ბათუმის საკრებულოში ხელჩართული ჩხუბი მიმდინარეობდა იმის შესახებ ტერენტი გრანელი პოეტი იყო თუ პროზაიკოსი.

საკრებულოს სხდომა ბათუმში პოეტის ბიუსტის დადგმას შეეხებოდა, რასაც მირდატ ქამადაძისა და საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი პატარიძის შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ამ მოვლენების შემდეგ, ბათუმის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატმა ფეისბუქზე გრანელის სახელით გამოაქვეყნა ლექსი, რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა, პოეტს არ ეკუთვნის.

ზემოაღნიშნული ლექსი ჟურნალისტ მერაბ მეტრეველს ეკუთვნის და იგი ტერენტის ერთ-ერთი ცნობილი ლექსის “მე და გალაკტიონის” გადაკეთებულ ვარიანტს წარმოადგენს.

ორიგინალი ლექსი:

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.

ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,
ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.
გალაკტიონში მიწა ანათებს
და ჩემში უფრო ზეცის სხივია.

შორს ქარი კივის, ახლო მტერია,
ახლა ღამდება, შვიდია სრული.
გალაკტიონში ლურჯი ფერია
და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.

კომენტარები

კომენტარი