კულტურა

დღეს ლელა და ეთერ თათარაიძეების ვარსკვლავი გაიხსნება

თბილისის საკონცერტო დარბაზში 14 აპრილს, 19:30 საათზე ლელა და ეთერ თათარაიძეების შემოქმედებითი საღამო გაიმართება და მათი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება. ინფორმაციას ფოლკლორის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

“ლელა თათარაიძემ – მომღერალმა, კომპოზიტორმა და ლოტბარმა – შემოგვინახა თუშური ჰანგი, თუშური სიმღერა და საკრავიერი მუსიკა მთელ მსოფლიოს გააცნო. ხალხმა შეიყვარა ლელას გარმონითა და ჩონგურით შესრულებული განსაკუთრებული, მისივე ავტორობით შექმნილი სიმღერები,”- წერს ფოლკლორის ეროვნული ცენტრი.

ეთერ და ლელა თათარაიძეების შემოქმედებით ღონისძიებაში მონაწილეობენ: მეუფე ზენონი, ანსამბლები – „ბასიანი“, „კესანე“, „კელაპტარი“, „ურმული“, „ლომისი“, „თაობა“, ხალხური მელექსენი, ასევე იქნებიან განსაკუთრებული სტუმრები თურქეთის რესპუბლიკიდან – „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“ და სხვები.

დები თათარაიძეები დაჯილდოებულნი არიან ღირსების ორდენით, ფოლკლორის ეროვნული პრემიითა და ჯილდოებით.

კომენტარები

კომენტარი