ლიტერატურა

ისტორიკოსმა ლონდონში უილიამ შექსპირის საცხოვრებელ მისამართს მიაკვლია

უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, გაირკვა სად ცხოვრობდა უილიამ შექსპირი იმ წლებში, როდესაც “რომეო და ჯულიეტას” წერდა.

აქამდე, არსებობდა მოსაზრებები, რომ 1597-1598 წლებში დრამატურგი ლივერპულ სტრიტის სადგურის მიმდებარედ ცხოვრობდა. თუმცა, თეატრის ისტორიკოსმა, ჯეოფრი მარშმა მრავალი ოფიციალური ჩანაწერი გამოიკვლია, რომ შექსპირის ზუსტი მისამართი დაედგინა.

მონაცემებს თუ დავუჯერებთ, უილიამი ახლანდელი “წმინდა ელენ დიდის” ეკლესიის მიმდებარედ ცხოვრობდა.

მარშის მტკიცებით, 1590-იან წლებში შექსპირი საამქრო Company of Leathersellers-ს ჰყოლია დაქირავებული. სწორედ ამ კომპანიის საცხოვრებელში ცხოვრობდა იგი. მისი სახლი “წმინდა ელენ დიდის” ეკლესიის ეზოს გადაჰყურებდა.

მარშის თქმით, ადგილი ლონდონში, სადაც შექსპირი ცხოვრობდა, გვაძლევს საშუალებას უფრო კარგად გავიგოთ რა იყო მწერლის შთაგონების წყარო.

“ლონდონში ცხოვრებისას, იგი ყველაზე წარმატებული და გავლენიანი ხალხის წრეში მოხვდა, რამაც მისცა საშუალება საკუთარი კარიერა უკეთ დაეგეგმა და აეწყო”- ამბობს ჯეოფრი მარში.

კომენტარები

კომენტარი