კულტურა

Google ქართული ანბანის შესახებ წერს

“დედა ენის” დღესთან დაკავშირებით Google Arts & Culture ქართული დამწერლობის შესახებ სტატიას, სახელად “ანბანი, როგორც ისტორია” აქვეყნებს.

სტატიის შესავალში ვკითხულობთ: “ქართული ანბანის სამი ცოცხალი კულტურის მშვენიერი ისტორია. მრავალსაუკუნოვანი ქართული დამწერლობა, ქართული მწერლობის, ბეჭდური მასალისა და ხელნაწერების განსაკუთრებულობა და მნიშვნელოვანი ეპოქების მიმოხილვა”

სტატიაში საკმაოდ ვრცლადაა წარმოდგენილი სამი ქართული დამწერლობის – ასომთავრული, მხედრული, ნუსხური – ისტორია. აქვე, საუბარია უძველეს ხელანაწერებსა და პირველ საბეჭდ ფონტზე, მისი შექმნის ეპოქასა და სხვა დეტალებზე.

“ანბანი, როგორც ისტორია”-ში მოხმობილია სამი ქართულენოვანი წარწერა. მათ შორისაა იტალიელი არქეოლოგის ვირჯილიო კორბოს მიერ იუდეის უდაბნოში 1952 წელს აღმოჩენილი ქართული მონასტრის წარწერები, რომელთაგან ერთი 532 წლით, დანარჩენი კი 430 წლით თარიღდება და ბოლნისის ცნობილ წარწერას ნახევარი საუკუნით უსწრებს წინ.

კომენტარები

კომენტარი