საშემსრულებლო ხელოვნება

ბორის გრებენშიკოვს სასულიერო პირმა ჯვრის მონასტერთან სიმღერა შეაწყვეტინა

რუს მუსიკოსს, „აკვარიუმის“ ლიდერს, ბორის გრებენშიკოვს მცხეთაში, ჯვრის მონასტერთან სასულიერო პირმა სიმღერა შეაწყვეტინა.

სოციალურ ქსელში ამის ამსახველი ვიდეომასალა ვრცელდება.

„გადაიყვანე ჭიშკართან. რა კონცერტებს მართავ აბა ეკლესიის ეზოში, რა დისკოთეკებს მართავ? ცნობილი კი არა, რა კონცერტებს მართავ“, – ამბობს სასულიერო პირი.

შეგახსენებთ, რომ როკ-ბენდ „აკვიარიუმის“ დამაარსებელი 14 აპრილს თბილისში კონცერტს მართავს. წინა დღეს მუსიკოსები მცხეთაში, ჯვრის მონასტერში იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი