ბლოგი

სატირული მაისურები, რომლებიც მამაკაცს განზრახ გამოსახავს ისე, როგორც საზოგადოება აღიქვამს ქალს

წარმოიდგინეთ, რომ სამყარო, როგორიც ჩვენ ვიცით, ამოყირავდეს. გენდერული როლები და სტერეოტიპები შეიცვალოს და კაცებმა ქალების გამოცდილების თვალით დაიწყონ სამყაროს აღქმა. ამობრუნებულ რეალობაში ქალი არის ისტორიულად დომინანტური სქესი, ის იღებს მთავარ როლს ხელოვნება, მეცნიერებასა და აღმოჩენებში, როცა კაცი, ძირითადად, საშინაო საქმეებითაა დაკავებული, უვლის სახლს და ზრდის ბავშვებს.

ფეისბუქ მომხმარებელი “კაცი, რომელსაც ყველაფერი აქვს” (Man Who Has It All) ხშირად აკეთებს ამას. სქესთა ცვლილებით ხაზს უსვამს იმ სახალისო მომენტებს, რომლებსაც გენდერული მოლოდინების დისკურსი გვთავაზობს.

ისინი სავსეა ისეთი მარკერებით, რომლებსაც ქალები გამუდმებით ექვემდებარებიან. ჩვენი ნაკლების დანახვისთვის სარკის დაკიდების მიზნით, ეს გვერდი გამოავლენს ხოლმე მოძველებულ დამოკიდებულებებს ამ საკითხის მიმართ. გთავაზობთ გვერდის მიერ გავრცელებულ ფოტოებს, რომლებიც აღნიშნულ მიზანს ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი