საშემსრულებლო ხელოვნება

BTS გახდა პირველი K-pop ბენდი, რომელსაც 5 მილიარდი მოსმენა აქვს Spotify-ზე

მართალია, BTS მთელს თავის ყურადღებას ახალ ალბომს – Map of the Soul: Persona – უთმობს, რომელიც 12 აპრილს დაანონსდა, თუმცა ჯგუფს აღსაღნიშნი კიდევ ერთი მიზეზიც აქვთ.

ბენდის მუსიკა Spotify – ზე ამ მონაცემებით 5 მილიარდჯერ გაჟღერდა და თავის ჟანრში უკონკურენტო პოზიცია უჭირავს. BTS ერთადერთი K-pop ბენდია, რომელმაც ამ შედეგს მიაღწია, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ სხვა კორეელ არტისტებთან მიმართებით ბენდს საკმაოდ მნიშვნელოვანი ინდივიდუალიზმი გამოარჩევს.

მიუხედავად იმისა, რომ BTS 5 მილიარდი სტრიმი აქვს სპოთიფაიზე, მას მაინც გრძელი გზა აქვს იქამდე გასავლელი, რომ სპოთიფაიზე ლიდერის პოზიცია დაიკავოს. 2018 წელს Drake გახდა პლატფორმის ყველაზე ხშირად მოსმენილი არტისტი მსოფლიოში 8,2 მილიარდი სტრიმით.

5 მილიარდი განსაცვიფრებელი რიცხვია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ სპოთიფაიზე აქტიურობაა. ბიჭების ჯგუფს მილიარდობით ნახვა იუთუბზეც აქვს და მათი მუსიკის მოსმენის სიხშირემ მილიარდს ისეთ პლათფორმებზეც გადააჭარბა, როგორიცაა Apple Music, Napster, Deezer და ათობით სხვა.

კომენტარები

კომენტარი