შემოქმედებითი ინდუსტრიები

თბილისში დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი გაიხსნა

საქართველო “დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმის” სამოგზაურო გამოფენის მონაწილე ქვეყნებს შეუერთდა. თბილისში, 11 აპრილიდან 15 ივნისამდე “დამსხვრეული ურთიერთობების” კოლექცია ბეთლემის #10 სამუზეუმო სივრცეში გამოიფინება.

მუზეუმი მოიცავს წყვილების ფოტოებს, წერილებს, მესიჯებს, სურათებსა და ხმოვან ჩანაწერებს.

“დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი”დრაჟენ გრუბიშიკმა და ოლინკა ვესტიკამ შექმნეს, მას შემდეგ, რაც 4 წლიანი ურთიერთობა დაშორებით დაასრულეს. საკუთართან ერთად, მეგობრების ნივთებიც მოაგროვეს და 2006 წელს, პირველი გამოფენა მოაწყვეს.

თბილისში გამოფენის შემდეგ, 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე, “დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმის” ექსპონატები ბათუმში გამოიფინება. მუზეუმში 80 ექსპონატიდან 25 ქართული იქნება.

კომენტარები

კომენტარი