ლიტერატურა

მინდა, ტერენტი გრანელს მოვუხადო ბოდიში – ბათუმის საკრებულოს წევრი

გუშინ, 12 აპრილს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად უკვე მეორედ დაუპირისპირდნენ. ამჯერად, კამათი ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმის საკითხს მოჰყვა, რაც ერთმანეთთან ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი პატარაძემ ტერენტი გრანელს პროზაიკოსი უწოდა, რის შემდეგაც ოპოზიციამ მოითხოვა დაეზუსტებინა უმრავლესობას გრანელი პროზაიკოსი ჰგონიათ თუ პოეტი. 

„ტერენტი გრანელი პოეტიც არის და პროზაიკოსიც, მაგრამ მე მინდა, ტერენტი გრანელს და საზოგადოებას მოვუხადო ბოდიში, რომ დღევანდელი საღამო არ გამოგვივიდა მშვიდი, მაგრამ ხიდან ხეზე აუცილებლად გადაფრინდება ჩიტი“, – ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, განათლების კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი პატარიძემ განაცხადა.

„ზუსტად ვიცი, ტერენტი გრანელის ერთი ლექსიც არ იცი ზეპირად“, – უთხრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთმა წევრმა, მირდატ ქამადაძემ პატარიძეს.

დეპუტატებმა ერთმანეთს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც შემდეგ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. დაპირისპირების დროს როინ ზოიძე დაშავდა, რის გამოც სხდომაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი