კინო

პირველი კადრები ახალი “ჩარლის ანგელოზების” გადაღებებიდან

როგორც იცით, რეჟისორი და მსახიობი, ელიზაბეტ ბენკსი Sony Pictures-თან ერთად, პოპულარული ამერიკული ტელესერიალის, “ჩარლის ანგელოზების” ახალ ვერსიას წარმოგვიდგენს, რომელშიც კრისტენ სტიუარტი, ნაომი სკოტი და ელა ბალინსკი თამაშობენ. ბოსლის როლს კი თავად ბენსკი ასრულებს.

ბენკსის თქმით, ახალი ფილმი იქნება სერიალის გაგრძელება, რომელიც 1970-იან წლებში გადიოდა ABC-ის ეთერში და 110 ეპიზოდს მოიცავდა.

“ჩემთვის მნიშნველოვანი იყო, გადამეღო ფილმი ქალებზე, რომლებიც ერთად მუშაობენ და ერთმანეთს მხარს უჭერენ და არა კინო მათ რომანტიკულ თავგადასავლებსა და დედობრივ გრძნობებზე” – აღნიშნა რეჟისორმა.

საინტერესოა, აგრეთვე, ვინ გაახმოვანებს ჩარლის. როგორც იცით, ამ პერსონაჟის ხმა ყოველთვის მსახიობ ჯონ ფორსაიტს ეკუთვნოდა, რომელიც 2010 წელს გარდაიცვალა. რეჟისორმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ჩარლის პერსონაჟის ხმა და საუბრის მანერა მაქსიმალურად იქნება მიახლოებული ჯონ ფორსაიტის ხმასთან.

შეგახსენებთ, რომ ფილმის პრემიერა 2019 წლის 15 ნოემბერს შედგება.

კომენტარები

კომენტარი