კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

მოუსმინე: ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები – ახალი ვერსია

წელს 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა გადაწყვიტა, ცნობილი სიმღერის „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“-ს ახალი ვერსია ჩაეწერა, რომლის ტექსტიც მორის ფოცხიშვილს ეკუთვნის.

სიმღერა “ბრავო რექორდსში” ჩაიწერა და მასში მონაწილეობა 25-მა ახალგაზრდა ქართველმა მომღერალმა მიიღო.

სიმღერის შემსრულებლები არიან: გიგი ადამაშვილი, გიორგი ნაკაშიძე, სანდრო კურცხალიძე, აჩი ფურცელაძე, ოთო ნემსაძე, გიორგი სუხიტაშვილი, აჩიკო ნიჟარაძე, გიორგი ჩიქოვანი, გოგა მესხი, რატი დურგლიშვილი, ანდრია გველესიანი, დათუნა მგელაძე, ნოდიკო ტატიშვილი, თემო საჯაია, კახა კუხიანიძე, სანდრო სეფაშვილი, გიორგი ბუშელაშვილი, გიორგი კელაპტრიშვილი, ზუკა ხუციშვილი, სანდრო კახიძე, გიორგი კობახიძე, გუგა მარგველაშვილი, ბოკა კვეკვესკირი, ოთო ღურცკაია, ლადო ჯანელიძე.

შეგახსენებთ, რომ 1989 წელს მორის ფოცხიშვილის ტექსტზე ჯემალ სეფიაშვილის მიერ შექმნილი სიმღერა 50-მა ქართველმა მომღერალმა ჩაწერა. სიმღერის მაშინდელ ვერსიაში ქალი და კაცი მომღერლები მღერიან. 9 აპრილს 21 მოკლულიდან 17 ქალი იყო

კომენტარები

კომენტარი