კინო

ქართული ფილმის პრემიერა ლოკარნოს ფესტივალზე

ქართველი რეჟისორის ანა ურუშაძის ფილმი „საშიში დედა“ ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზეა წარდგენილი. ფილმი თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში,ქალის როლზე მოგვითხრობს. სიუჟეტი 50 წლის ქართველი დიასახლისი ქალის, მანანას ირგვლივ ვითარდება, რომლის როლშიც ცნობილი ქართველი მსახიობი ნატა მურვანიძე გვევლინება.  50 წლის მთავარი გმირის ცხოვრებაში ერთგვარი კრიზისული, გარდამავალი პერიოდი დგება, რომელსაც რთული სოციალური და ფსიქოგოლოგიური ბარიერების გადალახვა უწევს. ბარიერების, რომლებიც ქართულ საზოგადოებაშია გამეფებული და ადამიანს თავისუფალ არჩევანს უზღუდავს.

ფილმის რეჟისორი სცენარის ავტორადაც გვევლინება. ლოკარნოს რიგით 70-ე კინოფესტივალზე ფილმთან დაკავშირებით საერთაშორისო კინო-საზოგადოებას დიდი მოლოდინები აქვს. აღსანიშნავია, რომ ფილმი ქართულ-ესტონური კოლაბორაციით შეიქმნა და  ორივე ქვეყნის შემოქმედებითი ჯგუფი მასზე დიდ იმედებს ამყარებს.

კომენტარები

კომენტარი