კულტურა

რუმინეთში ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილი წიგნები გამოფინეს

რუმინეთისა და საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, ქალაქ რიმნიკუ ვილჩას ანთიმოზ ივერიელის სახელობის ბიბლიოთეკაში გამოფენა, სახელწოდებით “პირველი ქართული სტამბა – ქართულ-რუმინული ურთიერთობების სათავეებთან” გაიხსნა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილი წიგნები წარადგინეს.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმარა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა. ელჩმა ისაუბრა საქართველოს უნიკალურ კულტურასა და ქართულ ლიტერატურაზე.

ღონისძიებას რიმნიკუ ვილჩას და ვალჩეას რეგიონის ხელმძღვანელობა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი