კულტურა

საპატრიარქო: ბიძინა ივანიშვილი მზადაა, სამების ტაძრის მოხატვა სრულად დააფინანსოს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დღეს, 11 აპრილს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

საპატრიარქოს განცხადებით, ივანიშვილი მზადაა, რომ სამების ტაძრის მოხატვა სრულად დააფინანსოს.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრისას საუბარი შეეხო ხალხის პრობლემებსა და ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

“შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და, მით უმეტეს, ჩვენი ქვეყნისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ოჯახის სიმტკიცის დაცვას და მომავალი თაობის სწორად აღზრდას; რომ სასიხარულოა, განათლების სფეროს ქვეყნისთვის პრიორიტეტულად გამოცხადება და ამ მიმართულებით დიდი სახსრების გაღება; და რომ პირველ რიგში აუცილებელია პედაგოგების ავტორიტეტის ამაღლება, ხელფასების გაზრდა და სასკოლო პროგრამების დახვეწა”, — ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი