კულტურა

პროექტი “Check in Georgia” კულტურის სამინისტროს გადაეცა

დღეს, 11 აპრილს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ “ტურიზმის კვარტალური შედეგების გამჭვირვალე შეჯამება” გამართა.

სწორედ ამ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი “Check in Georgia” განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცემა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ Check in Georgia ქვეყნის კულტურულ განვითარებას უფრო ემსახურება, ვიდრე ტურისტების მოზიდვას. შესაბამისად, პროექტი კულტურის სამინისტროს გადაეცა“ – განაცხადა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღესვე ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. მარიამ ოქრუაშვილის თქმით, უკეთესი შედეგის მისაღებად ზემოთქმულ ორ უწყებას შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი