კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

კანის კინოფესტივალი ჯიმ ჯარმუშის ფილმით გაიხსნება

წელს, კანის კინოფესტივალის 72-ე დაჯილდოების ცერემონია ჯიმ ჯარმუშის ახალი ფილმით გაიხსნება. ფილმი, სახელწოდებით “მკვდრები არ კვდებიან” საშინელებათა ჟანრს განეკუთვნება და მოგვითხრობს პატარა ქალაქში დაწყებულ ზომბი აპოკალიფსზე.

გამოცემა Variety-ის ცნობით, “მკვდრები არ კვდებიან” ჯიმ ჯარმუშის მერვე ფილმია, რომელიც კანის ფესტივალზე “ოქროს პალმის რტოსთვის” იბრძოლებს. უკანასკნელად, რეჟისორი ფესტივალზე წარდგენილი იყო ფილმისთვის “პატერსონი”, გრან-პრი კი მოიპოვა 2005 წელს, ფილმისთვის “დამსხვრეული ყვავილები”.

კანის ფესტივალის მონაწილე სხვა ფილმები 18 აპრილს გახდება ცნობილი. წინასწარი ვარაუდით, დასახელებულ ფილმებს შორის ალმადოვარის “ტკივილი და დიდება” და ტარანტინოს “ერთხელ ჰოლივუდში” იქნება.

კანის 2019 წლის ფესტივალი 14-25 მაისს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი