კინო

Apple პრინც ჰარის სერიალში გადაიღებს

კომპანია Apple ბრიტანეთის პრინცს, ჰარის ოპრა უინფრის სერიალში გადაიღებს. სერიალი ხელმისაწვდომი იქნება სერვისის AppleTV+ გამომწერებისთვის.

ინფორმაციას Deadline ავრცელებს და სტატიას ურთავს კენსინგტონის სასახლის ოფიციალური განცხადების ბმულს. სერიალს, რომელიც ინკლუზიურობასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს შეეხება, მაყურებელი 2020 წელს, Apple-ის პლატფორმაზე იხილავს.

“პრინცი ჰარი და ოპრა უინფრი თვეების განმავლობაში მუშაობდნენ ამ სერიალზე და სურთ, რომ ის გლობალურ პლატფორმაზე უჩვენონ” – აღნიშნეს დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წამომადგენლებმა.

კომენტარები

კომენტარი