კულტურა

თბილისში ბოძებზე დარჭობილი ამოყირავებული მანქანები გამოჩნდა

თბილისში, ვაკის პარკთან და საქართველოს ეროვნული არქივის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოძებზე დარჭობილი ამოყირავებული მანქანები გამოჩნდა.

აღნიშნულის ამსახველ ფოტომასალას ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი ავრცელებს

თბილისის მერიის განმარტებით, დედაქალაქის ქუჩებში ამოყირავებული მანქანების დამონტაჟება მერიასთან შეთანხმებული იყო.

თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე კი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს ერთგვარი შოკურ-სოციალური კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს, მძღოლებს ფრთხილად სიარულისკენ მოუწოდოს.

“დედაქალაქში გამოჩნდა დამტვრეული ავტომობილების სტენდები, რომელიც გამოსაჩენ ადგილზეა დამონტაჟებული. აქციის მიზანია, კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს ფრთხილად სიარულზე (სწორად შევარჩიოთ სიჩქარის ლიმიტი, არ მივუჯდეთ საჭეს ნასვამები, არ ვიმესიჯოთ მობიკურზე და ა.შ.) და გაგვაფრთხილოს, რომ ჩვენი ავტომობილი არ შემოდონ მაგ სტენდზე. მსოფლიო და ევროპული გამოცდილებაა. ერთგვარი შოკურ-სოციალური კამპანიის ფორმაა”, – წერს ოგბაიძე.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი