ვიზუალური ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

ფოტოგრაფი დროს ჯეინ ოსტინის ფანებთან ატარებს


გასულ სეზონზე Washington Post-მა, ვისურასთან ერთად, ღია ფოტოკონკურსი გამოაცხადა. გამოცემამ 300 კანდიდატიდან ხუთი გამარჯვებული დაასახელა. წარმოგიდგენთ ერთ-ერთ გამარჯვებულს – ალეხანდრა კარლს ტორლას და მის ნამუშევარს “Where We Belong.”

ალბათ, ბევრისთვის კარგად ნაცნობია მეცხრამეტე საუკუნის ინგლისელი მწერალი ჯეინ ოსტინი. მიუხედავად სხვადასხვაგვარი დამოკიდებულებისა ამ წიგნის მიმართ, ყველას ერთხელ მაინც უსურვებია იმ ეპოქის შესაბამისად ჩაეცვა. ზუსტად ამას აკეთებს ინგლისში კონკრეტული ადამიანთა ჯგუფი. ისინი თავს “ჯეინითის” უწოდებენ. ესპანელმა ფოტოგრაფმა ალეხანდრა ქარლს ტორლამ გადაწყვიტა ამ ჯგუფის ცხოვრებას დაკვირვებოდა, ხოლო ნანახი შემდეგ თავის კამერაზე აღებეჭდა.

ჯგუფი “ჯეინითიები” ჯეინ ოსტინ ანანასის საზოგადოების მცირე ნაწილია. იმისათვის, რომ მწერლის მიმართ სიყვარული გამოხატონ და გააზიარონ ისინი რეგენტული ერის სამოსს ირგებენ, უკრავენ მუსიკას, მღერიან და თამაშობენ ისეთ თამაშებს, რომლებიც აღნიშნულ ავტორთან არის კავშირში.

ფოტოგრაფის თქმით, უსაფრთხოების განცდამ და კონკრეტულ ჯგუფთან მიკუთვნებულობამ შესაძლოა ადამიანში არა უარყოს, არამედ გააძლიეროს საკუთარი იდენტურობის განცდა. “

ჩემს ნამუშევრებში მე ვიყენებ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სიახლოვეს, რომ წარმოვაჩინო ის ინტენსიური ურთიერთობები, რომლებიც ამ საზოგადოებებშია წარმოქმნილი. მაინტერესებს სად გადის ზღვარი ფიქციასა და რეალობას, წარსულსა და აწმყოს შორის. ჩემი მიზანია, რომ მნახველი მივიყვანო კითხვამდე – სად იწყება და მთავრდება წარმოდგენა – გამოვიწვიო საზღვრები, რომლებიც რეალობასა და წარმოსახვას შორის არის გავლებული.” – ამბობს ფოტოგრაფი.


კომენტარები

კომენტარი