კინო

გიორგი დანელიამ უკანასკნელი სცენარი სიკვდილამდე ორი თვით ადრე დაწერა

მოსკოვის კინოს სახლში ქართველ რეჟისორთან, გიორგი დანელიასთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია დასრულდა. სამგლოვიარო ცერემონიაზე დანელიას ოჯახის მეგობარმა, ფოტოგრაფმა იური როსტმა განაცხადა, რომ რეჟისორმა თავისი უკანასკნელი სცენარი სიკვდილამდე 2 თვით ადრე დაწერა. ინფორმაციას გამოცემა ТАСС-ი ავრცელებს.

“თავისი ბოლო სცენარი იანვრის ბოლოს დაწერა. ეს არის პატარა ჩანაწერები, მაგრამ მაინც სრული სცენარი. რეჟისორი ბოლო წუთებამდე იბრძოდა. უყვარდა სიცოცხლე, შეცდომების დაშვება და მათში არგამოტყდომა” – აღნიშნა როსტმა.

გამოსამშვიდობებელი ცერემონიის შემდეგ, რეჟისორი მოსკოვში, ნოვოდევიცის სასაფლაოზე, რუსი მსახიობისა და კინორეჟისორის, ოლეგ ტაბაკოვის გვერდით დაკრძალეს.

კომენტარები

კომენტარი