საშემსრულებლო ხელოვნება

რეპერმა R. Kelly-მ 28 წამიანი კონცერტი ჩაატარა

ამერიკელმა რეპერმა, რობერტ სილვესტრ კელიმ, იგივე R. Kelly-მ ისტორიაში ყველაზე მოკლე კონცერტი ჩაატრა. სპრინგფილდის ღამის კლუბში მისი გამოსვლა სულ 28 წამი გაგრძელდა. მომღერალმა თავისი ჰიტის პატარა ფრაგმენტი შეასრულა და კონცერტიც დასრულდა.

გამოსვლის დასრულების შემდეგ რეპერი სცენაზე დარჩა და ნახევარი საათის განმავლობაში თავის თაყვანისმცემლებთან ფოტოებს იღებდა. იმ ფონზე, რომ კონცერტის ბილეთის ფასი 50-100 დოლარი იყო, მაყურებელთა უმეტესობა უკმაყოფილო დარჩა და აღნიშნეს, რომ 28 წამიანი კონცერტის ბილეთისთვის 100 დოლარი ნამდვილად ბევრია.

მნიშვნელოვანია, რომ ეს რეპერის პირველი გამოსვლა იყო მას შემდეგ, რაც მას სექსუალურ ძალადობაში დასდეს ბრალი. სასამართლომ მას გირაოს სახით 100 ათასი დოლარი შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი