კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

კაზიმირ მალევიჩის ნამუშევრად ცნობილი ნახატი სინამდვილეში მის მოსწავლეს ეკუთვნის

დადგინდა, რომ ელიზავეტ იაკოვლევას პორტრეტი, წითელი ჩანთით, რომელიც აქამდე კაზიმირ მალევიჩის ნამუშევრათა რიცხვში შედიოდა, სინამდვილეში, მის მოსწავლეს, მარია ჯაგუბოვას ეკუთვნის. ამას ადასტურებს დოკუმენტი, რომელიც რუსმა ფსიქიატრმა, გვარად ვასილევმა, საბჭოთა არქივში აღმოაჩინა. დოკუმენტში ჩამოთვლილია მარია ჯაგუბოვას ყველა ნამუშევარი, რომლებიც სახელმწიფოს ეკუთვნის. ლენინგრადის რეესტრში ნამუშევარი აღნიშნულია შემდეგნაირად: “პოზიცია 1 – იაკოვლევას პორტრეტი” და შეფასებულია 30 რუბლად. მისი საინვენტარო ნომერია 434 208, რომელიც ახლაც წერია ტილოს უკან. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

ვასილევმა ეს პორტრეტი, პირველად, 2017 წელს, რუსეთში, გამოფენაზე “არა მხოლოდ შავი კვადრატი” ნახა. მისი თქმით, მაშინვე მოეჩვენა, რომ ამ პორტრეტის შესყიდვა 1980-იან წლებში შესთავაზეს, ოღონდ, შესთავაზეს, როგორც უნობი ავტორის ნამუშევარი. სახელმწიფო ანგარიშებიდან ჩანს, რომ პორტრეტი 1977 წელს გაყიდულა 14 რუბლად და 1980 წლამდე ბაზარზე აღარც გამოენილა.

პორტრეტი პოპულარული გახდა 2014 წელს, როდესაც ის ტეიტის გალერეაში, კაზიმირ მალევიჩის გამოფენის მთავარი ექსპონატი გახდა. ახლა კი, როცა გაირკვა, რომ ის მალევიჩს არ ეკუთვნის, საინტერესოა, რამდენად შეიცვლება მისი ღირებულება.

კომენტარები

კომენტარი