შემოქმედებითი ინდუსტრიები

Tbilisi Open Air-ის დღიური ბილეთების გაყიდვა დაიწყო

Tbilisi Open Air-ის დღიური ბილეთების გაყიდვა დაიწყო. როგორც ცნობილია, დღიური ბილეთის ღირებულება 60 ლარია, აბონემენტის ფასი კი 145 ლარი. Tbilisi Open Air-ის ორგანიზატორთა ცნობით, ფესტივალის პირველი კალათის ბილეთები და აბონემენტები 8 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით გაიყიდება. შეძენა შესაძლებელია მისამართზე www.tkt.ge/OpenAir და ფილარმონიის სალაროებში.

ინფორმაციაში, აგრეთვე, აღნიშნულია, რომ 1 ივნისიდან ყოველდღიური ბილეთებისა და აბონემენტების ღირებულება გაიზრდება.

Tbilisi Open Air-ი 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. წლევანდელი ფესტივალის ჰედლაინერები Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Mics by Riktam, მწვანე ოთახი არიან.

კომენტარები

კომენტარი