ვიდეოები სტილი, დიზაინი

ჯენიფერ ლოპესი ახალი სიმღერის ვიდეორგოლში დევიდ კომას კაბით გამოჩნდა

49 წლის ამერიკელი მომღერალი და მოცეკვავე – ჯენიფერ ლოპესი ახალი სიმღერის ვიდეორგოლს აქვეყნებს, რომელშიც ქართველი დიზაინერის, დავით კომახიძის, იგიგვე David Koma-ს კაბა აცვია.

სიმღერა, სახელწოდებით “Medicine” ინტერნეტსივრცეში ჯერ აუდიოვერსიის სახით გაგრძელდა, 7 აპრილს კი მისი ვიდეორგოლიც გამოქვეყნდა.

მომღერალი ვიდეორგოლში რამდენიმე კაბით ჩნდება. შავი, თვლებით გაწყობილი კაბა კი ქართველ დიზაინერს ეკუთვნის.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ცნობილი ვარსკვლავები დევიდ კომას ირჩვენენ. მისი დიზაინით შექმნილი სამოსი ისეთ ვარსკვლავებს აცვიათ, როგორებიც არიან: სინდი კროუფორდი, პელელოპე კრუზი, ბიონსე, ლედი გაგა, მაილი საირუსი, ოლივია უაილდი, ნაომი კემბელი, რიანა, ნატალია ვოდიანოვა, კერი ვაშინგტონი, ჯიჯი და ბელა ჰადიდები, კამერონ დიასი, ჰოლი ბერი და სხვები.

დავით კომახიძე ლონდონში მოღვაწე ქართველი დიზაინერია. ის პირველი ქართველი დიზაინერია, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას მიაღწია. მას ლონდონში საკუთარი ბრენდი David Koma აქვს, რომელიც 2009 წელს დააარსა.

კომენტარები

კომენტარი