ვიზუალური ხელოვნება სტილი, დიზაინი შემოქმედებითი ინდუსტრიები

როგორ ვიშოვოთ ფული საყვარელი საქმით?

19 წლის ლიკა მღებრიშვილი და მისი 15 წლის მამიდაშვილი ლინა გიუნაშვილი უკვე ერთი წელია ხელნაკეთ ნივთებსა და მაისურებს აკეთებენ.

ლიკა ჩვენთან საუბრსისას აცხადებს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ის და ლინდა ამ ყველაფერს მხოლოდ გართობის მიზნით აკეთებდნენ და სერიოზულად არც კი აღიქვამდნენ. დროთა განმავლობაში კი მოვლენები სხვაგვარად დატრიალდა, მათ უკვე სოციალურ ქსელში ვებ–გვერდის შექმნა მოუწიათ და შეიძლება ითქვას, რომ ისინი უკვე ღირსეული წარმომადგენლები არიან ხელნაკეთი ნივთების ბაზარაზე საქართველოს მასშტაბით.

ლიკა მღებრიშვილმა კარგად დაამახსოვრა თავი ჩვენს მკითხველს თავისი განსხვავებული და ლამაზი ნახატებით, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გავაშუქეთ.

იგი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტია,  ლინა გიუნაშვილი კი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა და თავისუფალ დროს ხატვაში ატარებს.

Instagram

Facebook

კომენტარები

კომენტარი