კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

Marvel-ი სუპერგმირთა კოსტიუმებს აუქციონზე გაყიდის

Marvel-ი სერიალის გმირების კოსტიუმებს, რეკვიზიტებსა და დეკორაციებს აუქციონის სახლ Prop Store-ში გაყიდის, – ამის შესახებ ინფორმაცია Marvel Entertainment-ის ოფიციალურ საიტზე გავრცელდა.

აუქციონზე წარმოდგენილი იქნება სამოსი და აქსესუარები Marvel-ის შემდეგი სერიალებიდან: “რკინის მუშტი”, “თავქარიანი”, “ლიუკ ქეიჯი”. ცნობილია, რომ აუქციონზე სულ 750 ლოტი იქნება წარმოდგენილი.

აუქციონი 2019 წლის აგვისტოში ჩატარდება და 2 დღე გაგრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მასში მონაწილეობის მიღება როგორც ონლაინ, ისე ტელეფონით იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი