შემოქმედებითი ინდუსტრიები

ვეგანებისთვის 3D პრინტერით დაბეჭდილი სტეიკები შეიქმნა

იტალიელი ბიოინჟინერი ჯუზეპე სკონტი, რომელიც ესპანურ სტარტაპს Novameat (ახალი ხორცი) ხელმძღვანელობს, მსოფლიოს ინოვაციურ პროდუქტს, 3D პრინტერით შექმნილ სტეიკს სთავაზობს.

3D სტეიკი, ცხადია, საჭმელად გამოსადეგია. ის შედგება ისეთი ვეგანური ინგრედიენტებისგან, როგორებიცაა: ბრინჯი, ბარდა და ზღვის მცენარეები.

ზემოხსენებული საკვები პროდუქტები 3D პრინტერისთვის განკუთვნილ კალამში იყრის თავს, რომელიც შემდეგ სურვილისამებრ შეგვიძლია ვაფორმიროთ.

მოგეხსენებათ, მსოფლიო ბაზარზე უკვე არაერთი ვეგანური პროდუქტი არსებობს, რომელიც ხორცის გემოს თითქმის საუკეთესოდ იმეორებს, თუმცა, ჯერჯერობით, ისინი არ გვხვდება ბურგერების, ქათმის ნაგეთსებისა თუ გუფთის ბურთულების სახით. ჯუზეპე კონტი და მისი სტარტაპი კი სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი