შემოქმედებითი ინდუსტრიები

იაპონიაში, თანამედროვე ხელოვნების დარგში, მსოფლიოში ყველაზე დიდი ფულადი პრემია დააწესეს

იაპონიაში, უმსხვილესმა საბროკერო კომპანიამ Nomura Holdings, თანამედროვე ხელოვნების დარგში მსოფლიოში ყველაზე დიდი ფულადი პრემია – 1 მილიონი დოლარი დააწესა.

გამარჯვებული თანხას მიიღებს ახალი პროექტისთვის, რომლის რეალიზაციისთვისაც ფინანსები არ ჰყოფნის. კომპანია, აგრეთვე, ყოველწლიურად გამართავს დააჯილდოებებს და გამარჯვებულებს გადასცემს 100 ათას დოლარს.

როგორც ოფიციალურ განცხადებაში წერია, კომპანია ყოველთვის იყო დაკავშირებული ხელოვნებასთან, მისი დამაარსებელი, ტოკუშიჩი ნომურა თეატრის უდიდესი თაყვანისმცემელია.

Nomura Art Award-ი პირველად 2019 წელს, შანხაიში გაიმართება. ჯილდო აღემატება ყველა სხვა პრემიას თანამედროვე ხელოვნების სფეროში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

კომენტარი