კინო

კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის პირველი ტრეილერი გავრცელდა

კვენტინ ტარანტინოს რიგით მეცხრე ფილმის Once Upon a Time in Hollywood (“ერთხელ ჰოლივუდში”) პირველი ტრეილერი გავრცელდა.

ფილმში მთავარ როლებს ჰოლივუდის ნამდვილი თანავარსკვლავედი თამაშობს, მათ შორის არიან: ბრედ პიტი, ლეონარდო დიკაპრიო, მარგო რობი, ალ პაჩინო, კურტ რასელი, ტიმ როთი და ა.შ.

ფილმის სიუჟეტი 1969 წელს ლოს ანჯელესში მიმდინარე მოვლენებს შეეხება, კერძოდ კი, ცნობილი სერიული მკვლელის, ჩარლზ მენსონის კრიმინალური ოჯახის მიერ მსახიობ შეროვნ ტეიტისა და რეჟისორ რომან პოლანსკის ორსული ცოლის მკვლელობისა და, ზოგადად, მენსონის “ოჯახის” ამბებს.

ფილმის გამოსვლის თარიღად 2019 წლის ივლისი სახელდება.

კომენტარები

კომენტარი