შემოქმედებითი ინდუსტრიები

მათემატიკის უმაღლესი პრემია პირველად მიიღო ქალმა

ამერიკელი პროფესორი, კარენ ულენბეკი პირველი ქალი გახდა, რომელიც აბელის პრემიით – უმაღლესი მათემატიკური პრემიით დაჯილდოვდა.

ტეხასის უნივერსიტეტის თანამშრომელმა, 76 წლის მათემატიკოსმა ნაწილობრივი დიფერენციალური განტოლებების შესახებ ნაშრომების გამოქვეყნებით გაითქვა სახელი. თუმცა, თავისი კარიერის განმავლობაში იკვლევდა ბევრ დარგს, ფიზიკის, გეომეტრიის და კვანტური თეორიის ჩათვლით.

“კარენის ნამუშევრებმა საფუძველი მოუმზადეს ბუნების ორი ფუნდამენტური ძალის – ელექტრომაგნიტური და სუსტი ურთიერთქმედების გაერთიანებას” – ნათქვამია ორგანიზატორთა პრესრელზში.

აბელის პრემია ნორვეგიელი მათემატიკოსის ნილს ჰენრიკ აბელის სახელობის პრემიაა მათემატიკაში, რომელიც ნორვეგიის მთავრობამ 2002 წელს დააარსა და დაარსებისთანავე მიიღო სახელწოდება „ნობელის პრემია მათემატიკაში“.

პრემიის ლაურეატს ყოველწლიურად ირჩევს საერთაშორისო კომიტეტი,
რომელიც შედგება ხუთი მათემატიკოსისაგან. მათ საერთაშორისო მათემატიკური კავშირი და ევროპის მათემატიკოსთა გაერთიანება ირჩევს.

კომენტარები

კომენტარი