ლიტერატურა

ოთარ ჭილაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ახალი წიგნის -„65 ამბავი ოთარ ჭილაძეზე“ – პრეზენტაცია გაიმართება

დღეს, 20 მარტს ქართველი მწერლის, ოთარ ჭილაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, გამომცემლობა არტანუჯი/Artanuji Publishing წიგნის მაღაზია შაქრო ბაბუა / Grandpa Shaqro-ში ახალ გამოცემას – „65 ამბავი ოთარ ჭილაძეზე“ – წარადგენს.

ბავშვობა, ოჯახი, აღიარება სტუდენტობიდანვე, შემოქმედებითი ლაბორატორია, ლიტერატურული ურთიერთობები, საკაცობრიო მნიშვნელობის რომანები, პატრიოტიზმი, როგორც „ჯილდო და სასჯელი“, აღიარება ევროპაში და ურთიერთობების გაწყვეტა რუს კოლეგებთან, რომლებმაც 90-იანი და 2000-იანი წლების რუსულ აგრესიაზე ხმა არ ამოიღეს – ეს და კიდევ არაერთი თემა და შტრიხია ამ წიგნში, რომელზეც სხვადასხვა თაობის 30-მდე ავტორი ჰყვება.

წიგნი პრეზენტაცია 19:30 საათზე შედგება.

კომენტარები

კომენტარი